logo
ENG



სერგეენკოს თქმით, მანდატების შეწყვეტას "ახლანდელი მდგომარეობით" მხარს არ დაუჭერდა

27 იან 202112:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/j2esxg6ocwfmdu5.png

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია, ჯერჯერობით, არ არის.

"ახლანდელი მდგომარეობით მე არ დავუჭერდი მხარს, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული - კონსულტაცია, მოლაპარაკება, იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის, განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე გვაქვს ყველას, მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს", - თქვა სერგეენკომ.

პარლამენტი ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებების განხილვას იწყებს.


close დახურვა